Sunday, May 12, 2019

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი,გამოიკვეთა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,საბოლოოდ გავითვალისწინე რჩევები,გავეცანი კოლეგების ნაშრომებს,საბოლოოდ დავხვეწე ჩემი პროექტი და ავტვირთე.
დასრულდა  ტრენინგის კურსი,რომელმაც უკეთ მასწავლა პროექტებით სწავლება.
კმაყოფილი ვარ როგორც ტრენინგით ასევე ტრენერის მუშაობით.

Saturday, May 11, 2019

მერვე დღე

დავხვეწეთ პროექტზე მუშაობის გეგმა,გავეცანით პროექტის ფასილიტაციას,ჯგუფების შექმნის პრინციპებს,გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, მოვამზადე პროექტი პრეზენტაციისათვის.

Sunday, May 5, 2019

მეშვიდე დღე

დავხვეწე პროექტის გეგმა,გავეცანით დიფერენცირებული მიდგომებით სწავლებას.რესურსების მოძიება და გადმოწერა.განვაახლე ინფორმაცია დისკზე.

მიღებული ცოდნა გამომადგება გაკვეთილების უფრო ეფექტურად ჩატარებაში.

Saturday, May 4, 2019

მეექვსე დღე

გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა სავარაუდო  ნამუშევრები,განვიხილეთ და დავხვეწეთ შეფასების კრიტერიუმები,დავალაგეთ შეფასების ხუთი მიზანი,დავგეგმეთსავარაუდო ნაშრომის შეფასების ფორმები.
დღევანდელმა მეცადინეობამ ბევრი ახალი შეგვასწავლა.